25 სექ 2026
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები შეაფასა და ყოველდღიური აქციების მონაწილეებს სექტის წარმომადგენლები უწოდა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აქციები განწირულია, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის გამოა, რომ უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ კურსს.