25 სექ 2026
საქართველოს პრემიერი სომეხ კოლეგას შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას.
შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.