25 სექ 2026
პრემიერის ვიზიტს და გაეროში სიტყვით გამოსვლას წარმატებულს და ნაყოფიერს უწოდებს ქართული დელეგაცია.
მთავრობის მეთაურმა ვიზიტის შეჯამებისას აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას ყველა მთავარი გზავნილი გაჟღერდა, მათ შორის ერთ-ერთ უმთავრესი - ეროვნული გამოწვევა, რაც არის ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზე, რომლებიც გაეროს 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.