25 სექ 2026
სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისში უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს 45-ე საიუბილეო სხდომას დაესწრო. სხდომაზე საბჭოს საქმიანობა და მისი განვითარების გეგმები განიხილეს. შალვა გოგოლაძემ საქართველოში პარასპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში სპორტის მინისტრმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსთან და უსინათლოთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ილგარ რაჰიმოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოში პარასპორტის განვითარების გზებზე ისაუბრეს. IBSA არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მისიაა, სპორტის მეშვეობით უსინათლო და მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანების სოციალურ ინტეგრაციას შეუწყოს ხელი.
საბჭო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან 100-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის პარალიმპიურ კომიტეტებს, რომლის წევრებს შორისაა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი.