25 სექ 2026
ანგისის სასროლეთზე საქართველოს თასის გათამაშების მესამე ეტაპი მშვილდოსნობაში დასრულდა. შეჯიბრებაში, რომელიც 70-მეტრიან დისტანციაზე გაიმართა, 30 მშვილდოსანი მონაწილეობდა.
ვაჟთა შორის ტურნირის გამარჯვებული გახდა სანდრო მაჭავარიანი, მეორე ადგილზე თემურ მაკიევი გავიდა, დავით ბასილაძემ კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქალთა შორის მესამე ეტაპის გამარჯვებული მედეა გვინჩიძე გახდა, სალომე ხარშილაძემ და ციკო ფუტკარაძემ, შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს.
საქართველოს თასის დასკვნითი, მეოთხე ეტაპი უკვე თბილისში გაიმართება.