25 სექ 2026
დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“ გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მედიის კითხვებს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხეს.
ტრავმის გამო, ნაკრების მოახლოებულ მატჩებში მონაწილეობას ავსტრიული „ვოლფსბერგის“ ფეხბურთელი ოთარ მამაგეიშვილი ვერ მიიღებს. მის ნაცვლად, ვილი სანიოლმა ნაკრებში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი, ვლადიმერ მამუჩაშვილი გამოიძახა. ეროვნულ გუნდს ასევე „რეალ სოლტ ლეიქის“ შემტევი, საბა ლობჟანიძე შეუერთდება.
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.