25 სექ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აფროსნობაში საქართველოს ღია ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.
შეჯიბრების დაწყებამდე მინისტრმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებას.
შეჯიბრებები აფრიანი ნავების სამ კლასში - ილკა 4-ის, ილკა 6-ისა და ოპტიმისტის საერთაშორისო კლასებში ჩატარდება.
ტურნირში 40-ზე მეტი აფროსანი მონაწილეობს.