ლისის ტბასთან, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

25 სექ 2026

ლისის ტბასთან, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. მარათონში მონაწილეობა საქართველოს  თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

მარათონის 21, 7 და 3 კილომეტრიანი დისტანციები მოქალაქეებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დაფარეს.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. მარათონის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერაა.

საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ ჩაირიცხება.გარბენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ თავდაცვის მოხალისეს, თავდაცვის ატაშეების ასოციაციისა და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.