25 სექ 2026
თბილისში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის ახალი სამუშაო სივრცე და სპორტული დარბაზი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიაში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ კერით ბრაუნთან და საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი კაბულაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დარბაზი სპორტსმენებს საშუალებას მისცემს უფრო კომფორტულ და შესაბამის გარემოში გააგრძელონ ვარჯიში.
თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სივრცე ახალგაზრდა თაობის მოზიდვასა და სპორტული ტალანტების გამოვლენას შეუწყობს ხელს.