2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიის სხდომაზე 10 გამორჩეული მასწავლებელი შეირჩა

25 სექ 2026

10 გამორჩეული მასწავლებელი შეირჩა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიის სხდომაზე. თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი გადაეცემა.

კომისიის წევრები თითოეული პედაგოგის ისტორიას, პროფესიულ საქმიანობას, მრავალწლიან გამოცდილებასა და მიღწევებს გაეცნენ. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, აღინიშნება. 

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია წელს ქუთაისში ჩატარდება.