კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

25 სექ 2026

კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. 

სოფელ ომალოს მიმდებარედ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა და დაასაწყობა 28 ცალი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი საერთო მოცულობით 12 კუბური მეტრი. 

ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი. 

საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ახმეტის საქმიან ეზოში.