მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გრძელდება

25 სექ 2026

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გრძელდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ამჯერად  თბილისში, გლდანის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

პროექტის მიზანი მასწავლებლების ის მრავალწლიანი შრომის დაფასება  და პროფესიული საქმიანობის წახალისებაა. მასწავლებლის ეროვნული პრემიის დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს ქუთაისში ჩატარდება.