25 სექ 2026
სმარტ-ფილმების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი „აჭარული კინო-ამბები“ დასრულდა. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართა.
სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებმა საკონკურსო ფილმები წარადგინეს. გაიმართა ნამუშევრების ჩვენება და შეფასება. ახალგაზრდებისთვის ჩატარდა მასტერკლასები.
წლევანდელ კონკურსზე 40 ქვეყნიდან 450 ნამუშევარი დარეგისტრირდა, მათგან საკონკურსო პროგრამაში 15 ქვეყნის 40 სმარტ-ფილმი შეირჩა. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. გამარჯვებულებს ფესტივალის სპეციალური პრიზები და საჩუქრები გადაეცათ. მთავარი ჯილდო გრან-პრი კი ელენე ეფრემიძემ მოიპოვა.
ფესტივალის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალგაზრდებში კინოხელოვნების პოპულარიზაცია და საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირების დამყარებაა.
„აჭარული კინო-ამბები“ აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია.