გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, სიტყვით გამოსვლის წინ ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა

25 სექ 2026

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, სიტყვით გამოსვლის წინ ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრანტები აშშ-ის მიერ ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას და ღაზაში ომის დასრულებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „შეაჩერეთ ბომბები, დაასრულეთ მკვლელობები!“. დემონსტრანტებს ეცვათ მაისურები, წარწერით: „დააფინანსეთ ადამიანები და არა ბომბები“. ასევე, ჰქონდათ ბანერები, წარწერით: „თავისუფლება პალესტინას“. 

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ნეთანიაჰუ „ვერ დაიმალება“ და მას გენოციდში ადანაშაულებდნენ. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.