25 სექ 2026
ისრაელის პრემიერის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დაწყებისას დიპლომატების დიდმა ნაწილმა დარბაზი შეძახილების ფონზე დატოვა. ამავდროულად, აუდიტორიის მცირე ნაწილმა, მათ შორის ისრაელის დელეგაციამ, ნეთანიაჰუს ტაში დაუკრა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში მკაცრად გააკრიტიკა ის დელეგატები, რომლებმაც მის გამოსვლამდე დარბაზი პროტესტით დატოვეს და მათ „მორალური ლაჩრები“ უწოდა და დასძინა, რომ ისრაელი რეალურად იცავს იმ ქვეყნებსაც, რომელთა წარმომადგენლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მან მტკიცედ დაიცვა ისრაელის სამხედრო მოქმედებები და მწვავედ გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოება.
ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის გადაწყვეტილება ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.
პრემიერ-მინისტრმა კატეგორიულად უარყო ისრაელის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები ღაზის სექტორში გენოციდის შესახებ და ამ ბრალდებას „საუკუნის უდიდესი ტყუილი“ უწოდა.
ნეტანიაჰუმ სიტყვით გამოსვლისას ანტისემიტიზმსა და ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი. მან ასევე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი და ისინი კოლონიური წარსულის ფონზე ისრაელის კრიტიკის გამო ფარისევლობაში დაადანაშაულა.