საქართველოს ნაკრები კონტაქტურ კარატეში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას

24 სექ 2026

2-4 ოქტომბერს ლატვიის დედაქალაქი რიგა კონტაქტურ კარატეში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.

ქართველი სპორტსმენები დასკვნით შეკრებას ბათუმში გადიან და კონტინენტის მომავალ პირველობას ოპტიმისტურად უყურებენ.