ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი 90-ე საიუბილეო თეატრალურ სეზონს ხსნის

24 სექ 2026

90-ე საიუბილეო თეატრალურ სეზონს ხსნის ხვალ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.  ახალი სეზონი პრემიერით გაიხსნება, LOVE is .. ასე ეწოდება მიუზიკლს, რომლის რეჟისორიც თეატრის დირექტორი სალომე ჯიჯავაძეა.

საიუბილეო სეზონთან დაკავშირებით მოეწყობა “ჩვენი თეატრი”-ს კოსტიუმირებული პერფორმანსი. თეატრის ეზოში ასევე გაიმართება არქივის გამოფენა. საიუბილეო სეზონის გახსნის მთავარი ნაწილი, ვესტსაიდის ისტორიის მიხედვით დადგმული მიუზიკლის  LOVE is. . .  პრემიერა კი 18 საათზე დაიწყება. სპექტაკლი 16 წელს ზემოთ მოზარდებზეა გათვლილი.

მიუზიკლის საპრემიერო ჩვენება შედგება ასევე, 26-27 სექტემბერს და 1-2 ოქტომბერს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ისე ონლაინ.