24 სექ 2026
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამოსვლისას ისრაელის დელეგაციასთან სერიოზული დიპლომატიური დაპირისპირება მოხდა.
ერდოღანმა თავის სიტყვაში მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის მოქმედებები ღაზას სექტორში და დასავლეთ სანაპიროზე. მან ღაზას სექტორს უწოდა „მსოფლიოში უდიდესი სასაფლაო და ჩვენი დროის ყველაზე უადამიანო და სამარცხვინო საკონცენტრაციო ბანაკი“. მან ასევე ისრაელის ხელისუფლება „გენოციდურ აზროვნებაში“ და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.
ერდოღანის მიერ ისრაელის მისამართით გაჟღერებული მწვავე კრიტიკისა და ბრალდებების პასუხად, ისრაელის დელეგაციის წევრებმა პროტესტის ნიშნად გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს