24 სექ 2026
ბათუმში ფიგურული ციგურაობის 2026 წლის ახალგაზრდული გრან პრის ეტაპი დაიწყო.
24-დან 26 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის ყინულის სასახლეში მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ვარსკვლავები მოიყრიან თავს, მაყურებელი ასპარეზობას ერთეული გოგონების, ერთეული ვაჟების და სპორტული ცეკვების კატეგორიებში იხილავს.
გრან პრიზე 37 ქვეყნის 97 მოციგურავეა წარმოდგენილი.დაჯილდოვების ცერემონია 25 და 26 სექტემბერს გაიმართება. გრანპრის ეტაპს საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია მასპინძლობს.