24 სექ 2026
«ყრუ მის სამყარო 2026» - პირველად საქართველო საერთაშორისო სილამაზის კონკურსს მასპინძლობს.
რიგით მე-13 საერთაშორისო სილამაზისა და ნიჭიერების კონკურსი ბათუმში იმართება. სულ 18 ქვეყანა მონაწილეობს. კონკურსანტები ნახევრაფინალში ჟიურის წინაშე საღამოს კაბებში და საცურაო კოსტუმებში უკვე წარდგნენ.
კონკურსში მონაწილეობს საქართველოც. საღამოზე ჟესტური ენის გამოყენებით შესრულდა სიმღერა და ცეკვა აჭარული. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიების მთავარი მიზანია სმენადაქვეითებული ქალების ნიჭის, კულტურისა და სილამაზის პოპულარიზაცია, ინკლუზიური გარემოს განვითარება და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.
კონკურსი საქართველოს ყრუთა კავშირისა და საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით ტარდება. აღსანიშნავია, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა მსოფლიო კვირეული ყოველწლიურად სექტემბრის ბოლო კვირაში აღინიშნება.
კონკურსის გამარჯვებული 26 სექტემბერს გამოვლინდება.