აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 19–20 სექტემბრის უხვი ნალექის შედეგებისა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

24 სექ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 19–20 სექტემბრის უხვი ნალექის შედეგებისა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობისა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონის კლიმატური პირობების და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია არა მხოლოდ დადგენილი ზარალის დათვლა და შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება, არამედ სამომავლო პრევენციული მიდგომების შემუშავება.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საჭიროებებს, მიყენებული ზიანის აღრიცხვასა და მეწყრული ტერიტორიების გეოლოგიურ შესწავლას.

იმსჯელეს გასატარებელ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზეც. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და დროული რეაგირება.