24 სექ 2026
სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, რითაც ეხმაურება დანიის კულტურის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ფესტივალის გადადებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა რადიკალიზმის წახალისებას "გამოხატვის თავისუფლების" სახელით ფუთავს.