24 სექ 2026
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები, საქართველოს შემდეგ, მეზობელ აზერბაიჯანშიც შეწყდა. სახელმწიფო კომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ 23 სექტემბერს განაცხადა.
მსგავსი გადაწყვეტილება 21 სექტემბერს მიიღო თურქეთმაც - ანკარის თანახმად, შეზღუდვა 2027 წლის მარტამდე იქნება ძალაში. ასე მოიქცნენ ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ერაყი და ომანი.
საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები 21 სექტემბრიდან შეწყდა. აშშ-მა სანქციები 2026 წლის 8 სექტემბერს დააწესა.
რეგიონის ქვეყნების მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, თეირანი იმუქრება, რომ თუ ვაშინგტონთან თანამშრომლობის შედეგად ირანულ ფრენებს აკრძალვა შეეხება, მათ აეროპორტებშიც არცერთი რეისი აღარ შესრულდება.