წითელი ხალიჩა, ავიაცია და ზალპები – ტრამპმა ჩინეთის ლიდერს მასშტაბური ცერემონია მოუწყო 

24 სექ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს მასშტაბური დახვედრა მოუწყო - სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენითა და 30-მეტრიანი წითელი ხალიჩით.

ტრამპი სი ძინპინის დელეგაციას პირადად აეროპორტში დახვდა. ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში 2015 წლის შემდეგ.

მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ირანის ომი, ტაივანი და სავაჭრო ზავის გახანგრძლივება.