რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

24 სექ 2026

რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნიპროვსკის რაიონში კერძო სახლი ნაწილობრივ დაინგრა და ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.

პოდილსკის რაიონში ნამსხვრევები სამშობიარო სახლთან მდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, სამშობიარო სახლში დაშავებულები არ არიან, თუმცა დაზიანდა შენობის ფანჯრები და ფასადის ნაწილი.