24 სექ 2026
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებასა და ვლადიმირ პუტინის სამხედრო მანქანის ფინანსური შემოსავლების ბლოკირებაზე გააკეთა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს და მისი ერთადერთი მამოძრავებელი ძალა ვლადიმირ პუტინია.
უკრაინის ლიდერმა რუსეთი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მებრძოლების რეკრუტირებაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ კრემლი ჯარისკაცებს 47 ქვეყნიდან ქირაობს, რათა დამატებითი ტერიტორიები მიიტაცოს. მან მიმართა ამ ქვეყნებს, არ დაუშვან თავიანთი მოქალაქეების გამოყენება რუსეთის სასტიკ კამპანიაში. ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, კიდევ უფრო აქტიურად შეუმცირონ მოსკოვს შემოსავლების წყაროები.