3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა

24 სექ 2026

3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა.

ვანის, ახმეტის, დმანისისა და წალკის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი 2 450 საარჩევნო ბიულეტენიდან, 1 750  განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო 700 ბიულეტენი იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცესკოს წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო.