24 სექ 2026
ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებსა და ფარისევლობაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს პარტიაში „მემარცხენე ალიანსი“. სპეციალურად ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე შედარებისთვის ირაკლი კობახიძის საფრანგეთში ვიზიტი მოიყვანეს მაგალითად.
სოსო შატბერაშვილი ამბობს, რომ განსხვავებული მიდგომებია ევროპელი ლიდერების დამოკიდებულებასა და საქართველოში ევროკავშირის საქმიანობას შორის. პარტიაში ამ კონტექსტში სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსების საკითხიც ახსენეს.
შატბერაშვილმა, ასევე, ისაუბრა ევროპულ სანქციებზე და აღნიშნა, რომ რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის ფონზე გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსებისა და მედიების მიმართ დაწესებული შეზღუდვების შენარჩუნება.