პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება - გამოხმაურებები

24 სექ 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში 2024 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ განვითარებულ პროცესებს კიდევ ერთხელ ვრცელი განცხადებით აფასებს.

შალვა პაპუაშვილი წერს, რომ არჩევნები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმად გამოაცხადა, მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა. შედეგის არცნობას კი  პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქუჩის მორიგი პოლიტიკური პროცესი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით როგორც პირველი კანონმდებელი აცხადებს  მარკეტინგულად „უწყვეტი პროტესტი“ უწოდეს.    

,,პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი გარდაიქმნა ფსევდორელიგიურ მოძრაობად და მივიღეთ რიტუალების, სიმბოლოების მქონე აგრესიული სექტა” - წერს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადებას პოლიტიკური შეფასებების საგანია.