24 სექ 2026
ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ბრაზილიაში მიმდინარე ფესტივალში მონაწილეობს. ქართული სახელმწიფო თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ჰელვერის ღამე“ წარსდგება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი თავაძე.
ბრაზილიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში 10-მდე ქვეყნის თეატრალური დასი მონაწილეობს და ბრაზილიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და აღიარებულ საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალად ითვლება.
იგი ერთ სივრცეში აერთიანებს ევროპულ, აფრიკულ და სამხრეთამერიკულ თეატრალურ ტრადიციებს.