24 სექ 2026
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის - ბიაფის ფარგლებში ბათუმელი რეჟისორის, დიანა ჩახუნაშვილის ფილმის „მამა ფინალეს“ ჩვენება გაიმართა. ნეოავანგარდული, პოსტმოდერნისტული ჟანრის ფილმი ადამიანის ბუნებას, ემოციებსა და სისუსტეებს, ღირებულებებსა და რწმენას ეხება.
როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმის სცენარზე შვილთან ერთად იმუშავა. მისივე თქმით, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ ხედვებში ბევრი თანხვედრა აღმოჩნდა, რაც შემოქმედებით პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს ხდიდა. "მამა ფინალე“ დიანა ჩახუნაშვილის პირველი ფილმია.
ჩვენების დასრულების შემდეგ მაყურებელმა ფილმში წამოჭრილ თემებსა და იდეებზე ისაუბრა. „მამა ფინალე“ ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის ფარგლებში, არასაკონკურსო პროგრამაში აჩვენეს. ბიაფი წელს მეოცედ იმართება.
ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სულ 100 ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი.