საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები ზაფხულის საბაზისო კურსს გადიან

24 სექ 2026

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები ზაფხულის საბაზისო კურსს გადიან. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის  სამთო მომზადების სკოლაში წვრთნები სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება.

მონაწილეები კლდეზე ცოცვას, მდინარის ფორსირებას, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას და მაღალმთიან რელიეფზე გადაადგილებას სწავლობენ.

ასევე სწავლების ნაწილია დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების  აღმოჩენა, ევაკუაციისა და ღამის მარშის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.