სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ხელის ტრაქტორები გადაეცა

24 სექ 2026, 09:09

0
გაზიარება:

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ხელის ტრაქტორები გადაეცა.

გარდა ამისა დევნილთა სააგენტომ პროგრამის გამარჯვებულებს,  სასოფლო-სამეურნეო აგრეგატები და მრავალწლიანი კულტურის ნერგები შეუსყიდა.

აგრომეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში იძულებით გადაადგილებული 240 პირი დაფინანსდა.