დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს

24 სექ 2026

დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში. 

საუბარია, ჯამში დაახლოებით  1100 კუბური მოცულობის  ქვიშა-ხრეშზე, რომელიც  სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა 17 ათას ლარამდეა. 

ერთ-ერთი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი.