24 სექ 2026
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „გორგაძეთის“ დასაცავ მონაკვეთზე, თურქეთიდან უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს. ხოლო ერთმა ბრალდებულმა სახელმწიფო საზღვარი სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთა.
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები და იგი ქვეყნიდან გააძევეს.