სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

24 სექ 2026

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა  იმ სკოლების საკითხი განიხილეს, რომელთა შენობების მდგომარეობის შესახებ დასკვნები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  სექტემბერში მიიღო.

აღინიშნა, რომ სამინისტრო თითოეულ ასეთ სკოლასთან დაკავშირებით, შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების მოთხოვნით, ექსპერტიზას  მიმართავს და გადაწყვეტილებებს მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღებს. განსაკუთრებული ყურადღება  თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზეა. 21-ე სკოლის ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით, შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.  

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში.  რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, მისაქციელში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს.