ბათუმის საჯარო სკოლების, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება დაიწყო

24 სექ 2026

ბათუმის საჯარო სკოლების, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება დაიწყო. საკლასო ოთახებში სპეციალური აპარატით ხორციელდება განათების კოეფიციენტის დადგენა.

ასევე მოწმდება სანიტარული კვანძების ჰიგიენური მდგომარეობა.

მონიტორინგს ექვემდებარება კვების ბლოკები, სპორტ-დარბაზები  და გასახდელები. მთელი წლის განმავლობაში ბათუმში 27-ვე საჯარო სკოლა შემოწმდება.