კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია - დღევანდელი მონაცემებით 48 000 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია

24 სექ 2026

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. დღევანდელი მონაცემებით 48 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია, მაღალი კონდიციის, ხარისხიანი ყურძენი კი 34,5 ათასი ტონაა.

მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში გადამუშავდა 10 ათას ტონამდე ყურძენი, რაც მიმდინარე რთველის სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობაა - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მოსავლის დაბინავება სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. წელს საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

სააგენტოში აცხადებენ, რომ კახეთში, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთვის არახელსაყრელი ამინდების გამო, კორექტივები შევიდა  ჩასაბარებელი ყურძნის ფასებსა და შაქრიანობის ზღვრებში.