24 სექ 2026
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აზერბაიჯანში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისისა და კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს შეხვდება.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტებს შორის ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების, ორი ქვეყნის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების, რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.