24 სექ 2026
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა. მიღება 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა.
სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა დიალოგის, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საერთაშორისო ნორმების პატივისცემის მნიშვნელობას.
აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, დიდი პასუხისმგებლობით ემსახუროს ორგანიზაციას და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.