ქართველი კარატისტების სამზადისი ევროპის ჩემპიონატისთვის 

24 სექ 2026

2-4 ოქტომბერს ლატვიის დედაქალაქი რიგა კონტაქტურ კარატეში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.

ჩვენი სპორტსმენები დასკვნით შეკრებას ბათუმში გადიან და კონტინენტის მომავალ პირველობას ოპტიმისტურად უყურებენ. 

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 25 მებრძოლით იქნება წარმოდგენილი. ვრცელ რეპორტაჟს ჩვენი მებრძოლების მზადების შესახებ 21:00 საათიან მთავარ გამოშვებაში იხილავთ.