ქართველი ჯუდოკები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან 

24 სექ 2026

4-11 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. ჩვენი ნაკრები პლანეტის პირველობაზე შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო გულბანი და სოფიო სომხიშვილი. ქართველი ჯუდოკები დასკვნით შეკრებას ყვარელში გადიან, სადაც მათ საქართველოს სპორტის მინისტრი ესტუმრა.

შალვა გოგლაძემ ქართველ ჯუდოკებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და სამწვრთნელო შტაბის წევრები ესწრებოდნენ.