24 სექ 2026
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩისთვის მზადების ფარგლებში ნაკრებმა 23 სექტემბერს კვლავ „მიხეილ მესხი 2-ზე“ ივარჯიშა. დღეს კი მატჩისწინა ვარჯიშს „ჯვაროსნები“ შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე „დინამო არენაზე“ ჩაატარებენ.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება. მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა და ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ირლანდიის წინააღმდეგ 25 სექტემბერს გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.