საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ პირველი ტიტულისთვის ბრძოლას საქართველოს სუპერთასის ფინალით იწყებს

23 სექ 2026

ახალი სეზონი ახალი მიზნებით — საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ პირველი ტიტულისთვის ბრძოლას საქართველოს სუპერთასის ფინალით იწყებს.

მოქმედი ჩემპიონი 27 სექტემბერს, რუსთავის სპორტის სასახლეში, საქართველოს თასის მფლობელ თსუ-ს დაუპირისპირდება.