23 სექ 2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის გუნდმა “მხიარულ სტარტებში” საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხიარული სტარტების ფინალური შეხვედრა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში გაიმართა.
ფინალში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან 4 გუნდი მონაწილეობდა.