23 სექ 2026
შუახევში დღეს ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალის სივრცე სპეციალური დეკორაციებითა და ინსტალაციებით იყო მოწყობილი. სტუმრებისთვის გაიმართა სახალისო გათამაშებები. ფესტივალის მუსიკალურ ნაწილზე ადგილობრივმა ბენდებმა და DJ-მ იზრუნეს.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეგობრებთან ერთად დრო განსხვავებულ გარემოში გაეტარებინათ და სხვადასხვა აქტივობაში ჩართულიყვნენ.