23 სექ 2026
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბერიკები 2026“ - დღეს გაიხსნა. პირველ საფესტივალო დღეს მონაწილე მსახიობებმა თეატრალური წარმოდგენა ბათუმის ქუჩებში მსვლელობით მოაწყვეს.
ფესტივალი ამჯერად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შვიდ დასს აერთიანებს, ასევე ფესტივალს ჰყავს უცხოეთიდან მოწვეული მონაწილეებიც.
სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია საფესტივალო ჩვენებები, წარმოდგენები. სპეციალური ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს, მათ შესაბამისი პრიზები გადაეცემათ.
იდეის ავტორები სამომავლოდ ფესტივალის მასშტაბის გაზრდას ელიან.