ხულოს მერიის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული მარათონი გაიმართა

23 სექ 2026

მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული მარათონი გაიმართა. ღონისძიებაში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდებმა ძალები სირბილში, გირის აწევასა და მკლავჭიდში მოსინჯეს. შეჯიბრებები გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობისა და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა და სხვადასხვა სპორტის სახეობის მიმართ ინტერესის გაზრდაა.