23 სექ 2026
“ფესვები საქართველოა“ - თეატრალური პრემიერა გაიმართა ხელვაჩაურის კულტურის სახლში. სპექტაკლი სოციალურ -საგანმანათლებლო პროექტის „არ დავივიწყოთ ქართულის’’ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში დაიდგა.
სპექტაკლში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. თეატრალური წარმოდგენით მოსწავლეებმა სცენაზე საქართველოს ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა გააცოცხლეს, „გზა ილია მართლიდან ილია მეორემდე“.
პროექტის ავტორების განმარტებით, იდეის მიზანი ახალგაზრდებში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაა. ასევე დაგეგმილია სპექტაკლები ხულოში და ბათუმში.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება, წელს მასში ასევე ჩართულია აფხაზეთის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო და საპატრიარქო.