BIAFF გრძელდება- ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები და კინოინდუსტრია — ამ საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს

23 სექ 2026

ბიაფი გრძელდება- ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები და კინოინდუსტრია — ამ საკითხებზე ბათუმში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი თემა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კინოს სექტორის გადაკვეთა, მათი ურთიერთკავშირი და ის ახალი შესაძლებლობები იყო, რომელსაც ინოვაციური მიდგომები კინოინდუსტრიისთვის ქმნის.

მონაწილეებმა განიხილეს, როგორ ცვლის ტექნოლოგიური განვითარება კინოს წარმოების პროცესს, რა როლი აქვს ინოვაციებს თანამედროვე კინოპროდუქტის შექმნაში და როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება როგორც შემოქმედებით, ისე ტექნიკურ მიმართულებებში.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის თანამშრომლობა იყო.ყურადღება გამახვილდა ახალი ინსტრუმენტების გამოყენებაზე, კინოს წარმოების პროცესის განვითარებასა და თანამედროვე შესაძლებლობებზე, რომლებიც სფეროს წარმომადგენლებს ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კინოინდუსტრიის სამომავლო პერსპექტივებზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურ განვითარებას სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო კინოფესტივალის „ბიაფის“ ფარგლებში გაიმართა და კინოს სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარებას დაეთმო.